LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა – სასამართლომ გადაწყვეტილება 7 წლის შემდეგ გამოიტანა

198
12

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია წარდგენილ ბრალდებებშე მხოლოდ ერთ საქმეში ცნო დამნაშავედ და მას 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. პროკურატურა მას “ბანკი ქართუს” გაკოტრებაში ედავებოდა, რომელიც ბრალმდებელი მხარის მტკიცებით, აუქციონებში ხელოვნური ჩართვებით განახორციელა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. დეპუტატის ადვოკატი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ელოდებოდნენ სრულიად გამამართლებელ განაჩენს.

რაც შეეხება ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს, საქართველოს კანონმდებლობით, საკითხი უნდა გავიდეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდობაზე და დეპუტატების გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი ნიკა მელიას შეუჩერდება თუ არა დეპუტატის მანდატი.

ნიკა მელია: ივანიშვილი მწარედ ცდება,ჩემი დაჭერით არაფერი იცვლება

"მე გარეთ ვიქნები თუ ციხეში, ივანიშვილს შვება მაინც არ ეღირსება და ტყუიილად აქვს იმის იმედი, რომ ჩემი დაჭერით რაიმეს დაიჭერს."

შეგახსენებთ, “ბანკი ქართუს” პროკურატურა  ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავებოდა. ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა უკვე შეფარდებული ქონდა, ხოლო დღეს სასამართლომ ის აბსოლუტურ დამნაშავედ ცნო.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს 5 წელი და 3 თვე შეეფარდა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები