LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ – ფიროსმანის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საერთაშორისო კარიკატურის ფესტივალი იმართება

177
Untitled design

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს ეძღვნება საერთაშორისო კარიკატურის ფესტივალი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის Art&Society ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს დიდი მხატვრის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი შემოქმედების თანამედროვე ჭრილში გააზრებას.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კარიკატურისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

ქართველ და უცხოელ მხატვრებს ექნებათ 10-დღიანი სამუშაო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოამზადონ ნიკო ფიროსმანის ან მისი პერსონაჟების კარიკატურა (ზომებით 50X50 სმ). შესრულებულ ნამუშევართან ერთად მათ უნდა წარმოადგინონ 1-წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებენ, თუ რა ინსპირაცია მისცა მათ ფიროსმანის ნამუშევრებმა და, ზოგადად, რას ნიშნავს ფიროსმანის არსებობა სამყაროსთვის.

ნამუშევრების მიღება დაიწყო 8 ნოემბერს და მთავრდება 19 ნოემბერს. მხატვრები ელექტრონულად გამოაგზავნიან ფიროსმანის ინსპირაციით შექმნილ ნამშევრებს, რომელსაც ჟიური შეაფასებს. დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება, გამოვლინდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები 1000 ევროს, 700 ევროს და 500 ევროს ექვივალენტი ლარში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე კარიკატურისტების თვალით დანახული ფიროსმანი და მისი პერსონაჟები.

პროექტის ფარგლებში ასევე დაიბეჭდება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომი, რომელშიც მოცემული იქნება ქართველი და უცხოელი მხატვრების შექმნილი და ჟიურის მიერ შერჩეული 100 საუკეთესო კარიკატურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები