LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი კორონავირუსით მიმტანისგან დაინფიცირდა

136
ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ მიმტანისგან დაინფიცირდა, რომელსაც ხელთათმანი არ ეკეთა. ამის შესახებ ფაშინიანმა ფეისბუქლაივით ჩართვისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, მან მიმტანს ხელთათმანის არკეთების გამო შენიშვნა მისცა.

„როგორც იცით, მთავრობის სხდომების დროს მაგიდაზე წყალი მოაქვთ. ადამიანს, რომელმაც ჭიქა მომიტანა, ხელთათმანი არ ეკეთა. მე მას შენიშვნა მივეცი და ჭიქის შეცვლა ვთხოვე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ მიმტანს კორონავირუსი დაუდგინდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

პრემიერი აცხადებს, რომ ვირუსის ნიშნები არ ჰქონდა. სამსახურში წასვლამდე მას სიცხეს ყოველდღიურად უზომავდნენ. ფაშინიანის განცხადებით, სანამ მოახერხებს, დისტანციურად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები