LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილი: „ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის  ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს…“

2429
nikolozbasilashvili

ცნობილი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი საუბრებია, რომლებიც რეალობას არ ასახავს.

გთავაზობთ ბასილაშვილის განცხადებას სრულად:

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ  სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის  ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა, მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი  უზნეო ჟურნალისტების  მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

„უამრავი მესიჯი მივიღე… მადლობა მხარდაჭერისთვის“ – ნეკა დოროყაშვილი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე 

ბაია პატარაია: “ნეტა ვიზე გადააფორმა ბასილაშვილმა მთელი თავისი ქონება, რომ სასამართლოს აცოდებს თავს, მიჭირს და 1000$ ალიმენტს ვეღარ გადავუხდი შვილსო?”

mazda magti 5g