ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ დაასახელა მამაკაცი, რომელსაც ის ხელს ადებს, როგორც მისი მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთს. ეს, როგორც ნინა აღნიშნავს, მისი ყოფილი შეყვარებული, გიორგი შელეგიაა, ზედმეტსახელით „ძიაძია“, რომელიც ახლაც ემუქრება, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მისი არ ეშინია – „მემუქრება… ძალიან ბევრმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ სიურპრიზებს ელოდებო. თუ რამე დამემართა, მისი ბრალი იქნება. მასთან ათასი პროცენტით მართალი ვარ. ჩემი უფლებები არა მხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია. მჯერა, რომ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“.

„როგორია, რომ დაგუგლავ და პორნოჰაბი გიგდებს შენს სახელს?“, აღნიშნა მომღერალმა.

„ამ ადამიანის შეკვეთით გამიტეხეს აიქლაუდი. მასთან მქონდა სერიოზული რომანი. ჩემზე უფროსია და ძალიან სკანდალურად დავამთავრეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო. მეგონა, რომ ცხოვრებაში ამდენი იმიტომ ვიწვალე, რომ მას უნდა შევხვედროდი… ვენდობოდი. ყველას უკვირდა, რატომ ვიყავი მასთან ერთად. ერთადერთი შეძლებული მამაკაცია, რომელიც ჩემი გვერდით იყო. დანარჩენს ყველას მე ვინახავდი. მის გვერდით პირველად ვიგრძენი თავი ქალად, მოვეშვი ბოლომდე და ძალიან მანებივრებდა.

საქართველოში აქვს ბიზნესები, ასევე რუსეთშიც.

ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვენდობოდი. მეხვეწებოდი, რომ მისგან შვილი გამეჩინა. რამდენიმე თვის გაცნობილ ადამიანთან შვილის გაჩენას თავიდან ვერიდებოდი, მაგრამ მერე დავიწყე ამაზე ფიქრი, იმდენად გადაყოლილი იყო ჩემზე.

გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ტყუილის მიზეზი არ გვქონდა. იცოდა ჩემი ყველა ტრავმის და პრობლემის შესახებ. იცოდა, რომ სერიოზულ ტყუილს ვერ გადავიტანდი. მეგონა, რომ მისი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. ურთიერთობიდან ერთ წელიწადში გავიგე, რომ ვიღაც ქალს ბავშვს აჩენინებდა. დამენგრა ბოლო იმედი, მხოლოდ მას ვენდობოდი… არ ვიმსახურებდი ამ ტყუილს. რომ მოსულიყო და ეთქვა, ასეთი რამ დამემართაო, დამიჯერე, რომ ვაპატიებდი. როგორც ამბობს, გაუჩალიჩეს, მაგრამ მით უმეტეს, მოდი და მითხარი. რატომ მტენი ძვირფას საჩუქრებს, რომ თავი დავიზღვიო.

რომ დავამთავრეთ ეს ამბავი, ისე მძიმედ იყო, მეგონა, გულწრფელად ნანობდა. მოკლედ, ვაპატიე… თავიდან დავიწყეთ ურთიერთობა. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ტყუილი აღარ ეთქვა. თურმე მერე დაიწყო უფრო დიდი ტყუილები…  რასაც მე ვთავაზობდი, რომ საკუთარი შვილისთვის გაეკეთებინა, ჩუმად აკეთებდა… მეორედ აღარ შევურიგდი…“

ვინ და რატომ შეუკვეთა ნინა წკრიალაშვილის პირადი ვიდეოს გავრცელება

ვინ და რატომ შეუკვეთა ნინა წკრიალაშვილის პირადი ვიდეოს გავრცელება

Posted by Rustavi 2 on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05