LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძე: „ჩემს შვილს აშშ-ში უნდოდა სასწავლებლად გამგზავრება, მაგრამ რადგან დედისერთაა, ძალიან შემეშინდა და ვერ გავუშვი…“

5873
ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი წელს სტუდენტი გახდა და ამერიკული უნივერსიტეტის „ვებსტერის“ ქართულ ფილიალში ჩააბარა. ნინომ ვერაფრით გაუშვა ქალიშვილი, რომელიც დედისერთაა მარტო აშშ-ში სასწავლებლად, თუმცა ამ უნივერსიტეტს ვენაშიც აქვს ფილიალი, შესაბამისად, შესაძლოა, მომღერალმა სამომავლოდ გადაწყვიტოს კიდევ შვილის საზღვარგარეთ წაყვანა, თუმცა თავადაც გაჰყვება.

ნინო ჩხეიძეს fortuna.ge ქალიშვილის თემაზეც ესაუბრა და „ღამის პრაიმ ტაიმის“ ახალი სეზონის წინ მოლოდინების შესახებაც ჰკითხა.

ნინო ჩხეიძე: 

როცა მე ვაბარებდი, ორი წლით ადრე ჩემი ოჯახის წევრები მთლიანად იყვნენ ჩართული ფაკულტეტის არჩევასა თუ სხვა საკითხებში, მარიკომ კი მშვიდად თავად აარჩია უნივერსიტეტი, მითხრა, რაშიც სჭირდებოდა მომზადება. ძალიან უნდოდა აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა რადგან დედისერთაა, მე ჩამერთო შიშის მომენტი და არაფრით არ მინდოდა მისი მარტო გაშვება. ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე. თავად მოძებნა უნივერსიტეტი, რომლის ფილიალიც ახლახან გაიხსნა თბილისში და აქ ისწავლის. თუკი მარიკოს მოუნდება ან ვენაში ან აშშ-ში გადასვლა, ამას უპრობლემოდ შეძლებს. ევროპაში ცხოვრება ყოველთვის მინდოდა და შესაძლოა, მომავალ წელს ვენაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს სამომავლო გეგმები, ჯერ მაინც ვფიქრობ.

მედიამართვის ფაკულტეტი აარჩია. სხვათა შორის, მარიკო ძალიან კარგად ხატავს, გრაფიკაში. ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებას გაჰყვებოდა, მაგრამ თავად მედია აირჩია. როცა ორსულად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყვავილის დახატვაც არ შემიძლია, მთელი 9 თვის განმავლობაში ვყიდულობდი ფანქრებს და ვხატავდი. სულ ვიცოდი, რომ მარიკოს ხატვის ნიჭი ექნებოდა. მართლა ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ ამ ეტაპზე მედიამართვა შეარჩია. მეც გამიხარდა, რადგან მგონია, რომ სამომავლოდ ჩემს საქმიანობაში მომეხმარება.

მამას მოეწონა მისი არჩევანი?

როგორც უკვე აღვნიშნე, საერთოდ არ ჩავრეულვართ არც მე და არც გიორგი, თუმცა ორივეს მოგვეწონა არჩევანი.

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი Webster university-ში ჩაირიცხა

ვენაში მეუღლეც გამოემგზავრება თქვენთან ერთად?

ჯერჯერობით ეს გეგმები ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ გიორგიც წამოგვყვება, თუ გადავწყვიტეთ. მე ძალიან მინდა, რომ მარიკო ვენაში დავაბინაო.

როგორც მივხვდი, დამოუკიდებელი გოგოა…

აზროვნებაში ძალიან დამოუკიდებელია. ხანდახან ჩემზე დიდი მგონია, ზოგჯერ მე ვარ ბავშვი და ის – დედა. სერიოზული გოგოა, მაგრამ პანდემიის ორი წელი ჩაკეტილობაში გაატარა, ამიტომ ვერ წარმოვიდგინე, რომ ამდენი ჩაკეტილობის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მარტო იცხოვრებდა. ვაცნობიერებ, რომ ჩემგან ამდენი ღელვა ბევრია, პირიქით აკრგია მისი გაშვება, მაგრამ თავს ვერ ვერევი ამ შემთხვევაში…

„ღამის პრაიმ ტაიმის“ ახალ სეზონს უფრო თავდაჯერებული ხვდები? რა არის განსხვავებული?

ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით ახალი სეზონისთვის, დაგვემატა გიორგი ნაზღაიძე და ვფიქრობ, ჩვენს გადაცემას მეტ მკვეთრ ფერს, დინამიკას და სიმძაფრეს შემატებს. რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, პირველ სეზონთან შედარებით უფრო მეტად მაქვს გათვითცნობიერებული, სად ვარ. უფრო მიზანდასახული ვარ, ვიცი, რას გავაკეთებ, როგორი მინდა ვიყო. უფრო მეტად ვხედავ ჩემს თავს ამ გადაცემაში, ძალიან მოტივირებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სატელევიზიო სეზონზე ახალ სიტყვას ვიტყვი.

შენი ჩაცმულობა ისევ ორიგინალური იქნება?

ახალი სტუდია გვაქვს და შევეცდები მოვერგო, მაგრამ წინა სეზონისგან განსხვავებით, როცა ერთმანეთს მომღერალი და ჟურნალისტი ნინო ჩხეიძე ებრძოდნენ და იყო დიდი ორომტრიალი, ახლა უფრო მეტად ჟურნალისტური სტილი მექნება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები