LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

172
07924C23-962B-44A4-94FA-7C3A1D525F08-w1200-r1-s

მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში შაბათს, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ცნობილია, რომ მელაძე პროკურატურაში რუსთავი 2-ის საქმეზეა დაბარებული.

„ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის" - ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს სასამართლოში უჩივიან

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა არხის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი არხის ახალ მენეჯმენტს სამსახურიდან გათავისუფლების გამო ედავებიან და შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. არხის ყოფილი “სახეების” თქმით,  მათი გათავისუფლება უსაფუძვლო და არაკანონიერია, გადაწყვეტილების მოტივი კი ანგარიშსწორებაა. “ეს არის პირველი დავა, რომელსაც “რუსთავი 2”-დან გამოშვებული ადამიანები დავიწყებთ. დავისთვის ემზადება ყველა ის ჟურნალისტი […]

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გუშინ, გამოკითხვაზე იყო ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ასევე,  „ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავი2-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები