LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Novavax-თან წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე მიღწეულია: თენგიზ ცერცვაძე

187
1885859790

Novavax-თან წინასწარ მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველომ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ის “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” გარდა, Novavax-ზეც დიდ იმედებს ამყარებს.

“მიმაჩნია, რომ Novavax-ი იქნება საუკეთესო ვაქცინა და ნორმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. მასთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს ეს ვაქცინა საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-სთან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია”, -განაცხადა ცერცვაძემ.

რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს, საზოგადოებისა დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში: ცერცვაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g