ნუკი კოშელიშვილმა წყვილებისთვის ახალი აპლიკაცია „დამაჯახე“ შექმნა, რომელზეც უკვე 31 000 ადამიანია დარეგისტირებული.
ნუკიმ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში აშშ-დან პირდაპირი ჩართვის საშუალებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავადაც აპლიკაციით გაიცნო მეუღლე, სხვანაირად კი პირადი ურთიერთობები არ ეწყობოდა:
„იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი აპლიკაციის მეშვეობით გავიცანით. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მილიონ ვიღაცას ვხვდებოდი, სულ არ გამომდიოდა, სულ მიწუნებდნენ, არასდროს გამომდიოდა ურთიერთობის აწყობა. მერე აპლიკაციით გავიცანი ბენი, შეგიყვარდა ერთმანეთი და ზუსტად წელიწადნახევარში დავქორწინდით. მას მერე სულ მესმოდა ხოლმე, როცა მხვდებოდნენ ადამიანები, ვიღაცას დამაჯახეო. „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას გავიცანი ფსიქოლოგი, რომელმაც მითხრა, რომ სულ 9 ტიპის ადამიანი არსებობს და ყველას ჰყავს მეორე ადამიანი, რომელსაც ის უხდება. შეიძლება, ადამიანი ვიზუალურად ძალიან მოგწონდეს, მაგრამ ურთიერთობა არ გამოგივიდეს. ეს ფსიქოლოგიური ტესტების პრინციპი ჩამრჩა. ბენს ველაპარაკე და შემომთავაზა აპლიკაციის გაკეთება, რომელსაც განსაკუთრებული ალგორითმის საშუალებით შეუძლია დაგანახვოს, რამდენი პროცენტით ემთხვევი ამა თუ იმ ადამიანს…“