LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციას: არ გაბედოთ… რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით!

224
მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ პარლამენტის პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და მოსთხოვა ქართველებს რუსეთუმეები არ უწოდონ.

როგორც ბითაძემ დააკონკრეტა, მისი მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს ეხება.

„ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, არ გაბედოთ, ბატონ ლევან ხაბეიშვილს მივმართავ, რომელიც აქ არაა, ალბათ მაკულატურას აგროვებს… რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით!

ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ და ნუ გადაგვიყვანთ ჩვენც. ადამიანს აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც მოთმინებას კარგავს. მესმის, რომ ეს ზღვარი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, ნუ გვეჩხუბებით და ამომრჩეველს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ.“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები