LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები რუსეთში 100-ზე მეტ სამიზნეს დაუწესა, მათ შორის გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელს

89
russia-1

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები 100-ზე მეტ სამიზნეს დაუწესა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, სანქციები 70 ორგანიზაციას შეეხება, რომელთაგან ბევრი რუსეთის თავდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ასევე სანქციები დაუწესდება 29 ადამიანს.

სანქციებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო საჰაერო კოსმოსური კონგლომერატი Rostec და რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელი United Aircraft Corporation. „რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიზანში ამოღება შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო ხელს შეუშლის მის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები