LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაშავებული 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა

14937
BeFunky-collage (1)

ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის, ბუნებაზე მრავალი ფილმის ავტორის, სტივ ირვინის შვილები მამის კვალს მიჰყვებიან და ველური ბუნების გადასარჩენად ძალისხმევას არ იშურებენ. მეტიც, ცდილობენ ადამიანებს სულ უფრო მეტად შეაყვარონ ბუნება და ცხოველები.

სწორედ ირვინების ოჯახი მართავს ავსტრალიის ზოოპარკს, რომელიც საბედნიეროდ, ხანძრის კერებისგან შორსაა.

სტივის ქალიშვილი, ბინდი ირვინი და მისი ძმა, რობერტი ხანძრის შედეგად დაშავებულ 90 000-ზე მეტ ცხოველს მკურნალობდნენ.

დაობლებული იხვნისკარტა ველური ბუნების საავადმყოფოში რიგით 90 000-ე პაციენტი ოლი იყო.

”ჩემმა მშობლებმა ავსტრალიის ზოოპარკის ველური ბუნების საავადმყოფო ჩემს მშვენიერ ბებიას მიუძღვნეს. ველური ბუნების დასაცავად ვაგრძელებთ ბრძოლას და გვინდა, რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ” – ამბობს ბინდი.

მუსლიმები და ქრისტიანები ერთად: ავსტრალიაში წვიმისთვის ლოცულობენ

ავსტრალიაში ამჟამად ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერაა

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის გამო 24 ადამიანი დაიღუპა,  17 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავსტრალიაში დაღუპული მოხალისე მეხანძრის შვილი მედალით დააჯილდოვეს

ხანძარმა 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები