LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია“ – პაციენტი, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, თურქეთიდან შემოვიდა

116
BeFunky-collage (1)

პაციენტი, რომელსაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა.

“პაციენტი კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქალბატონი თურქეთიდან მარტო დაბრუნდა და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსზე 36 პაციენტი გამოიკვლიეს, აქედან 35-ს ინფექცია არ დაუდასტურდა. ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამჟამად რვა ინფიცირებული იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 ადამიანი გარდაიცვალა და 28 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.

“გვეამაყებით, ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია!”- მადლიერების ნიშნად მოქალაქეებმა ექიმებს ტიტები დაურიგეს (ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები