LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა

348
videoblocks-tourists-do-selfies-at-the-background-of-saint-basil-cathedral-on-red-square_b_t3agwsx_thumbnail-full01

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანების სიაში ექსპორტის მიხედვით, რუსეთი ლიდერობს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარმაისში ოკუპანტი ქვეყნის წილი მთლიან ექსპორტში 14.9% იყო.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, რუსეთში ექსპორტმა 218 657.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27.9%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებითვე, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. ა შშ დოლარი).

ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზეა რუსეთი საიმპორტო ქვეყნების სიაშიც. 2019 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი).

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები