LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია

118
სოხუმი 2

ოკუპირებული აფხაზეთში ე. წ. პრეზიდენტის არჩევნების ხელმეორედ ჩატარების თარიღი ცნობილია – ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

„კომისიის“ თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსულოვნად არის მიღებული.

მისივე ცნობით, „კანონის“ თანახმად, განმეორებითი არჩევნები კენჭისყრის საშუალებას აძლევს, როგორც ყოფილ, ისე ახალ კანდიდატებსაც.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში 9 იანვარს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g