LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთიდან შემწეობის მისაღებად და გადაუდებელი საჭიროების დროს მოქალაქეები კარანტინის გარეშე გადმოდიან: საკოორდინაციო საბჭო

142
-2021-02-12-09-43-23-409499

“ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა.” – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობისა და მათი შუამდგომლობის შედეგად მოხდა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა,  ყოველგვარი დაყოვნების გარეშე და უკან დაბრუნების შესაძლებლობით, საშუალება აქვთ სხვა ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით გადმოვიდნენ.

ღიბრაძის თქმით, ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა და ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც განსაკუთრებით საყურადღებოა:

“საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდსიტუაციის ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს.

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას და დაცვას, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მკაცრი შეზღუდვები.” – თქვა მან.

როგორც მან განმარტა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე ახორციელებს.

 

პოპულალურები