LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. „გენერალური პროკურორი“ საკუთარ ოფისში აფეთქების შედეგად დაიღუპა

64
ლუგანსკი

ლუგანსკის ე.წ. გენერალური პროკურატურის შენობაში აფეთქების შედეგად სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო და მისი მოადგილე დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით წერს.

„წინასწარი ინფორმაციით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო მის კაბინეტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადეს საგანგებო სამსახურში.

სეპარატისტული ადმინისტრაციის ცნობით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლუგანსკის ცენტრში მდებარე შენობაში აფეთქება დაახლოებით  ერთი საათის წინ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები