LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს: დაახლოებით, ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ თქვენი ხელისუფლება საზღვრებს ჩაკეტავს – რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს

144
BeFunky-collage

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსებისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი გააფრთხილა, რომ რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.

მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით თავი აარიდონ მობილიზაციას.

„ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ კი საომარ მოქმედებას გამოაცხადებს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

ომი თუკი გაჭიანურდება, პირადად თქვენთვის გაიზრდება შანსი, რომ დაიღუპოთ, რადგან მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო მოჰყვება, შემდეგ – კიდევ. ხოლო მას, ვინც ბუნკერში ზის, არ ადარდებს, რამდენი რუსი დაიღუპება. მთავარია, რომ მათამდე ვერ მიაღწიონ“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები