საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა.
ინფორმაციას Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!“- წერს ზელენსკი.