დიზაინერმა ნანა მელქაძემ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ ქალბატონებს უმასპინძლა და მათ საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი გადასცა საჩუქრად.
ნანა მელქაძის მოდის სახლის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ქართველი დიზაინერი უკრაინელ ქალბატონებთან ერთად არის გადაღებული, გამოქვეყნებულ პოსტში კი ვკითხულობთ:
„დედა-შვილი ლენა და ქალბატონი ლუდა ჟიტომირიდან არიან. მათ საკუთარი ქვეყნის დროებით დატოვება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოუწიათ.
დღეს „ნანა მელქაძის მოდის“ სახლში ვუმასპინძლეთ და ჩვენი კოლექციიდან სპორტულები და მანტოები მოირგეს…
ჩვენ მიერ გაკეთებული საჩუქარი ძალიან გაუხარდათ, გვითხრეს, რომ აფასებენ ქართველების მხარში დგომას და სასტიკ ომს გამოქცეულ დედა-შვილს თუნდაც რამდენიმე საათით დავავიწყეთ ის მძიმე დღეები, რისი გადატანაც საკუთარი სამშობლოს დატოვებისას მოუწიათ…“