LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის მერი – შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25 იდენტიფიცირებულია, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს

219
ფორტუნა - 2023-08-19T121958.606

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25-ია იდენტიფიცირებული. ონის მერის განცხადებით, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალიც.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქეა გარდაცვლილი, 25-ია იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის მერებს, ჩემს კოლეგებს, გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g