LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონკოლოგიური დაავადებების საზღვარგარეთ მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება – ეკა ტიკარაძე

381
eka
ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროსგან და საზღვარგარეთ მკურნალობა შეღავათიან ფასად – ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკა ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტრო შეეცდება, მიაღწიოს შეთანხმება იმ სახელმწიფოებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.
მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. შესაბამისად, უწყება ეცდება დანერგოს თანამედროვე მიდგომები.
 
„ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

პოპულალურები