LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს მოწმემ“ ჩვენება 4-ჯერ შეცვალა: გაათავისუფლებენ თუ არა სპორტსმენებს

921
ოქროს მოწმე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმემ”, გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა, გური ამირხანაშვილმა თავდაპირველი ჩვენება შეცვალა. ამირხანაშვილი პირველ ჩვენებაში წერდა, რომ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო მეორე ჩვენებაში ეს ნაწილი არ იძებნებნა.

“აღნიშნულმა ​პიროვნებებმა არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში, დიდუბის ავტოსადგომთან “ლიდერბეთისა” და “ლუკოილის” ბენზინგასამართ მიმდებარედ”, – წერდა ამირხანაშვილი თავდაპირველ ჩვენებაში.

დაკავებული სპორტსმენების ნაწილს კი ბრალი სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ წინააღმდეგ ჩვენება ამირხანაშვილმა მისცა.

შესაძლებელია თუ არა რომ შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმის“ ჩვენების შეცვლას დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლება მოჰყვეს? ამ კითხვით “ფორტუნამ” ადვოკად ალექსანდრე კობაიძეს მიმართა.

„ოქროს მოწმემ უკვე ოთხჯერ შეცვალა ჩვენება, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამას სპორტსმენების გათავისუფლება მოჰყვება. თუმცა საფუძველი არის. კანონდარღვევაა, მაგრამ მას ვინ დაადებს ხელს, ხომ ხვდებით… წესით დასაჭერია. რადიკალურად განსხვავებული ჩვენებები აქვს მიცემული. სჭირდებათ იმისთვის, რომ მოვიდეს სასამართლოში და ჩვენ ხელი დაგვადოს“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ადვოკატი.

ადვოკატი აცხადებს, დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც სპორტსმენებს პატიმრობა მიუსაჯა, გააასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქართველი სპორტსმენები: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონია. მორაგბეები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია. 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები