LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს მუზა 2021“ 23 – 26  ოქტომბერს გაიმართება

130
oqros muza

სახელმწიფო რეგულაციების სრული  დაცვითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ტრადიციულად, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი (ფესტივალი)  „ოქროს მუზა 2021„  უკვე, მეშვიდედ 23 – 26  ოქტომბერს     მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გაიმართება.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ხელოვანების,  მოზარდების  გაერთიანება, მათი შემოქმედების წარმოჩენა, ქართული სიმღერის, კლასიკური მუსიკის  პოპულარიზაცია, ინტეგრირება ევროპულ სივრცეში.  პროექტი მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში მისი თაოსნობითა და რეკომენდაციებით დაფუძნდა.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, კონკურსის „ოქროს მუზა 2021„  ფორმატი მოიცვას: როგორც ვოკალურ (ქართული სიმღერის ტურის, უცხოური სიმღერის ტური), ასევე კლასიკურ მიმართულებას (ვოკალი, საფორტეპიანო, საგუნდო, საორკესტრო სიმებიანი, საორკესტრო ჩასაბერი)

კონკურსში, მონაწილეობას მიიღებენ: ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები, მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები.

(განსაზღვრულია ასაკობრივი ზღვარი: (6- 12; 13- 15; 16 – 18 ).      

                                             კონკურის ფორმატი:

  • 23 ოქტომბერი – ქართული სიმღერის ტური (15:00 სთ);
  • 24 ოქტომბერი – უცხოური სიმღერის ტური (15: 00 სთ);
  • 25 ოქტომბერი – კლასიკური მიმართულება (15 :00 სთ);
  • 26 ოქტომბერი – კლასიკური მიმართულება   (15: 00 სთ)

„ოქროს მუზა 2021 „ მონაწილეებმა, კლასიკური მიმართულებით,

(ვოკალი, საფორტეპიანო, საგუნდო, საორკესტრო სიმებიანი, საორკესტრო ჩასაბერი)

უნდა წარმოაჩინონ 2 მუსიკალური კომპოზიცია (თავისუფალი თემა).

კომპეტენტური ჟიურის  მეშვეობით,  მოხდება გამარჯვებულების  გამოვლენა. გრან – პრის და საპრიზო  ადგილების მფლობელები, პროექტის ოფიციალური პარტნიორების  მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში.

საპრიზო ფონდი:

 საესტრადო მიმართულება: გრან – პრისა და საპრიზო ადგილის მფლობელები,   მონაწილეობას მიიღებენ მალტაზე  „EUROART 2022` ( ივნისი, ივლისი)

მალტაზე პროექტის წარმდგენია:  GCC – MALTA,  კულტურის განვითარების ევროპული ფონდი.

კლასიკური მიმართულება:

გრან –   პრის მფლობელი:  იტალიაში,  კონცერტის ორგანიზება;

I  ადგილი –  სოპრანო ნინო ლეჟავას სტიპენდია ( ერთი სასწავლო წელი)

II, III  ადგილი – იტალიაში, აკადემიში  მასტერკლასებზე დასწრება;

მხარდამჭერი: იტალია, ქ. პეზარო, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო   კლასიკური  მუსიკის აკადემია.

პროექტში ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო დიპლომი

    აღსანიშნავია, რომ ჩვენი  გუნდის თანადგომითა და ხელშეწყობით/სრული დაფინანსებით   „ოქროს მუზას„  გამარჯვებულებმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში:   მალტა, შვედეთის სამეფო, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი.

 პროექტის ორგანიზატორია:  არტ – ვიპიარი/ვიპიარ ჯგუფი  –  მალტაზე  ქართული კულტურის ცენტრის  GCC- MALTA ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში,   რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო პროექტებს, ტრენინგებს, ღონისძიებებს  როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: საქართველო, მალტა, შვეიცარია, პალერმო, შვედეთის  სამეფო,  ბარსელონა, კოსტა ბრავო – ესპანეთი, კანი- ნიცა- საფრანგეთი; მონტე-კარლო – მონაკო; სან-რემო- იტალია.

ჩვენი ორგანიზებით განხორციელებულია 80 – ზე მეტი საერთაშორისო პროექტი და 6  სახელმწიფო გრანტი.

პროექტის მხარდამჭერია: ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურის ფონდი, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა„, მალტის ქართული კულტურის ცენტრი, ქ. იტალიაში – რენატა ტებალდის და მარიო  დელ მონაკოს სახელობის   კლასიკური მუსიკის საერთაშორისო აკადემია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები