დღეიდან, ორბელიანის ისტორიულ მოედანზე ჯადოსნური საახალწლო თავგადასავალი იწყება. აქ, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ცნობილი მუსიკოსების კონცერტები, საახალწლო ბაზრობა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: სამუშაო დღეებში 14:00 – 20:00, ხოლო შაბათ-კვირას 12:00 – 21:00 საათამდე.
შეგახსენებთ, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები სრულად შეიცვალა. ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ორბელიანის მოედანი 2019 წლის 4 ივნისს გაიხსნა.