LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი სცენა და ორი სცენარი: რა გველოდება ამ საღამოს

176
FORTUNA.GE (27)

საქართველოში არჩევნებზე ამომრჩეველების უჩვეულო აქტიურობაა. არავინ ელოდა პანდემიის დროს მოქალაქეობრივი ვალის მოხდას ამდენი ადამიანი თუ გადაწყვეტდა.

არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იღებს. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ხალხის მანდატს მიიღებს.

მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ხმათა 55,60%-ს მიიღებს. „ოცნების“ მთავარი ოფისის წინ სცენის მოწყობა დაიწყეს. დიდი ალბათობით, „ოცნება“ ეგზიტპოლის შედეგების აღნიშვნას აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ მონაცემებს გააყალბებს. თუმცა მთელი დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მათი რეიტინგი „ოცნებაზე“ გაცილებთ დიდია და არჩევნებს იგებენ. თავისუფლების მოედანზე ისინი უკვე რამდენიმე დღეა სცენას აწყობენ. შესაბამისად ან იზეიმებენ, ან აქციებს დაანონსებენ.

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ საღამოს მათი პარტიის „ლელო“ დაიდება.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში “ოქროსფერი არჩევნები” მიმდინარეობს. ის დარწმუნებულია, რომ ბაყბაყდევი დღეს დამარცხდება. მისი თქმით, ცისკარა დღეს მთელი საქართველოა.

ამ უცნაურ ფენომენზე, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს ორი პარტია დედაქალაქში სცენას, პოლიტოლოგ გია ნოდიას ვკითხეთ.

„ორივე პარტიას უნდა გამარჯვების პიზიციონირება და ამით ამომრჩევლის გააქტიურება“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია.

სულ რამდენიმე საათის გვაშორებს იმის გაგებისგან, ქვეყანამ რა არჩევანი გააკეთა და რომელი პარტიის სცენ(არ)ით განვითარდება მოვლენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები