LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია: პაატა იმნაძე

144
PAATA 33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულად იმუნურია.

როგორც იმნაძემ განმარტა, ორჯერადად აცრილ ადამიანებს, ორი დოზით აცრილთა გარემოცვაში ყოფნისას შეუძლიათ, რომ პირბადე მოიხსნან და თავისუფლად იყვნენ.

„მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g