საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ – „შინდისის“ ახალი ტრეილერი გამოვიდა. ეს არის ნამდვილი ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ასე წარადგენს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ფილმს, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაცემული მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველ ჯარისკაცს ეხება და მათ ამბავს მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, იდეისა და პროექტის ავტორი, ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი. ოპერატორი: მინდია ესაძე, პროდიუსერები: მინდია ესაძე, ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა. სცეარრის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილია.

მწარმოებელი კომპანიები: 20 Steps Productions, Free Movie Studio

მსგავსი თემები