LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ რამიშვილის შვილიშვილმა ბაბუის აქამდე უცნობი სიმღერები აღმოაჩინა

625
otarramishvili2017

23 წლის ჩელისტი, ლიზი რამიშვილი ერთადერთია ცნობილი კომპოზიტორის, ოთარ რამიშვილის შვილიშვილებიდან, რომელიც მუსიკას გაჰყვა. ამ არჩევანით ბაბუა ძალიან გაახარა.

ახლა მას „გზასთან“ იხსენებს და ამბობს, რომ ბაბუის აქამდე უცნობი ბევრი სიმღერა აღმოაჩინა:

„ბაბუას ბევრი სიმღერა დაკარგულია, მაგრამ ბებია რომ არა, უფრო მეტი დაიკარგებოდა. მას შემდეგ, რაც დაქორწინდნენ, ის ყველაფერს აგროვებდა. ოთარის სამი შვილიდან სამივემ კარგად იცის ბაბუას 500-მდე სიმღერა და 1000-მდე ლექსი. განსაკუთრებით მამაჩემს აქვს ყველაფერი კარგად შენახული, როგროც აუდიოჩანაწერები, ისე ლექსები, თავისი აკორდებით. მეც სწორედ ასე აღმოვაჩინე ბევრი სიმღერა, მათ შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი. კარგია, რომ მისი დღემდე გაუჟღეებელი სიმღერები ნელ-ნელა გაჟღერდება. ვფიქრობ, ბაბუას სიმღერებს შორის ისინი საუკეთესოა და ხალხს მოეწონება.

შეიძლება, მარტომ შევასრულო და ტრიომაც, ზუსტად არ ვიცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g