LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის ცეცხლოვანი ფოტოები: „ქორწილი არ გვაწყენდა…“

6905
ოთო და ჯულიანა

ქართული სპორტული ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ხშირად აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს, მაგრამ ერთ-ერთმა ფოტოსესიამ მნახველთა აღფრთოვანება გამოიწვია. საუბარია ფოტოების სერიაზე, რომელიც ჯულიმ საკუთარ „ინსტაგრამის“ ანგარიშზე გამოაქვეყნა – ოთო და ჯულიანა ქორწილში იმყოფებოდნენ. მათმა კოლეგამ, მოცეკვავე რამაზ ლაზარიშვილმა, რომელიც ასევე გვახსოვს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით, ანუკა გოლოძეზე იქორწინა.

წყვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა ოთოსა და ჯულიანას ერთობლივი ფოტოსესიაც, რომლის ქვეშაც ასეთი კომენტარები ამოვიკითხეთ: „ქორწილი არ გვაწყენდა“, „საუკეთესო წყვილი“, „თუ ვინმეს უნდა ნახოს, რა არის ბედნიერება, ეს წყვილია…“, „ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენიხართ“.

შეგახსენებთ, რომ მოცეკვავეებს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ, თავიანთ ურთიერთობას კი მხოლოდ მეგობრულს უწოდებენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Julianna Bar-Gnar (@jul_bargnar)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g