„ყველა შემსრულებელმა, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანას.
„მძიმე დაავადება, პლუს მძიმე მეტალები, დარიშხანით მოწამვლა, ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ჩაითვალოს, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანას.
შესაბამისად, მაგნიტსკის სიის მსგავსი სიის ამოცანა არის, რომ ყველა შემსრულებელმა, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება, ვიდრე შიდა ეროვნული გამოძიება დაადგენს სიმართლეს.
დასავლეთი ხედავს, რომ ვერ მოხერხდება სამართლის დადგენა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმია.
ამიტომ ადგენენ სიას, რომელიც დროებითი პრევენციული ზომა იქნება,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.