LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პაციენტი იყო ასაკოვანი, ჰქონდა თანმხლები დაავადებები” – თავი შეიკავეთ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან – ინგა მამუჩიშვილი

605
unnamed

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ხშირად აქვეყნებს საინტერესო ინფორმაციას. ამასთან, ხშირად გასცემს რჩევებსაც.

ამჯერად, პედიატრი წერს, რომ კორონავირუსით დაიფიცირებულ პაციენტთა გარდაცვალების მიზეზად ძირითადად სახელდება ის, რომ ისინი ასაკოვანი ადამიანები არიან, ამასთან, აქვთ თანმხლები დაავადებები. ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ ამ განცხადებებს ასაკოვანი პირები ისმენენ, რაც ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე.

პედიატრის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ასაკოვანი ადამიანები,რომელთაც ასაკთან ერთად აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები,ძირითადად არიან სახლში და უყურებენ ტელევიზორს,რომელიც გადაჯერებულია საინფორმაციო გადაცემებით… კოვიდზე ინფორმაცია, გარდაცვალების გაჟღერების შემთხვევაში, ყოველთვის იდენტურია”პაციენტი იყო ასაკოვანი,ქონდა თანმხლები დაავადებები”(ჰიპერტენზია,დიაბეტი,გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა,სიმსუქნე და ა.შ) თითქოს ისედაც გარდაიცვლებოდა კოვიდის გარეშეც და მერე რა მოხდაო… ამას ისმენენ ეს ადამიანები და როგორი ტრავმირება ხდება მათი ფსიქიკის ასეთი სიტყვიერი იატროგენული ზემოქმედებით არ გვიფიქრია??? ან რა საჭიროა ამით თავის მართლება!სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორირებისთვის არის საჭირო კლინიკა და ინტენსიური დეპარტამენტები,სწორედ ამ კატეგორიის პაციენტების გადარჩენის და გმოჯანმრთელების სტატისტიკა მეტყველებს მედიცინის განვითარების და კლინიკების მზადყოფნის ხარისხზე!!! თორემ ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკის წარმომადგენელთა 80%_ს არც კი ჭირდება სტაციონარული მკურნალობა. თავი შეიკავეთ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან. P.S გუშინ,პაციენტის ბებიამ,70 წლის ქალბატონმა,რომელსაც ჰიპერტონული დაავადება აქვს სევდიანი თვალებით მკითხა(როდესაც პრევენციის ზომებზე ვესაუბრებოდი) “მე თუ შემხვდა აუცილებლად მოვკვდბიო?”გული მომიკვდა. დედა მყავს სახლში ასაკოვანი და ვგრძნობ,რომ დეპრესიაშია,არადა ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,ვაკონტროლოთ წინადადებები მაინც,”-წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები