LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ“ – გომელაური ჯაფარიძის განცხადებაზე

368
BeFunky-collage (3)

აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც გუშინ გაკეთდა.

კერძოდ, გომელაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან განაცხადა, “ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან”.

ვახტანგ გომელაურის თქმით, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

“ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„აგვისტოში სანახავი ვიდეო.. ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება” – ზურა ჯაფარიძის სამოქმედო გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები