LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგვისტოში სანახავი ვიდეო.. ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება” – ზურა ჯაფარიძის სამოქმედო გეგმა

80
ზურა გირჩი

„დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით – ამას ვაპირებ დავუთმო დრო”. – სამოქმედო გეგმის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„აგვისტოში სანახავი ვიდეო – ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს.“ – წერს ზურა ჯაფარიძე

მისი თქმით, სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად სწორედ ამას დაუთმობს დროს, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

“მე გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში.

მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში,

მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ –

გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან;

გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და

მზად ხარ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის”. – ამბობს ზურა ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები