LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია და მიღწეული შედეგები განათლებაში, კულტურასა და სპორტში: რის შესახებ ისაუბრა ჩხენკელმა

99
ჩხენკელი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი დღეს განათლების მინისტრობის კანდიდატს უსმენდა.

მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.

მან წარმატებული და ხარისხიანი უწოდა დისტანციური სწავლების პროცესს და აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს:

“სწორედ ასეთ ვითარებაში, სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, 30 მარტიდან უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. პროექტი გრძელვადიანი იქნება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი, „პირველი არხი განათლება“ პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.” – თქვა მან.

ჩხენკელმა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და 2020 წლის ივნისში სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესულ ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება:

  • მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება;
  • 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა;
  • დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნიტ, სამინისტრომ განახორციელა პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა 400-მდე ვებინარი;
  • მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება დისტანციური ფორმით უწყვეტად მიეწოდებათ.

 

 

 

 

ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზეც გაამახვილა ყურადღება, მას მეგაპროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება უმნიშვნელოვანესი იყო:

“2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.” – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

რაც შეეხება სპორტსა და კულტურას, როგორც ჩხენკელმა აღნიშნა:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა. პანდემიის მიუხედავად, თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ შეჩერებულა. გარდა ამისა, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, საწყლოსნო კომპლექსების, საჩოგბურთო კორტების, ყინულის დარბაზების, აკადემიებისა და ცენტრების, სპორტის უნივერსიტეტისა და კოლეჯის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით.”

მისივე თქმით, სამინისტრო ინოვაციურად მიუდგა კულტურული ღონისძიებების საზოგადოებამდე მიტანის საკითხს და ვირტუალურ და ღია სივრცეებში განახორციელეს:

“სამინისტროს მიერ შენარჩუნდა კულტურის საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მიიმართა. სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.” – თქვა მიხელი ჩხენკელმა.

 

გამოიკვეთა ხარვეზები, სპორტი უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი: შოთა ხაბარელი

"ჩვენთვისაც, სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც, მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა".

 

განათლების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა: ჩხენკელი დისტანციური სწავლების პროცესზე

პოპულალურები