LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთნიკური უმცირესობებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 200-200 სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტს დაუფინანსდება

118
სტუდენტები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე 450 000 – 450 000 ლარს შეადგენს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაზრდა.

მოგეხსენებათ, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთათვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა.

კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.

„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს.

სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით  ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე“. – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები