LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია დაახლოებით შემდეგი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება – თენგიზ ცერცვაძე

334
unnamed

ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის პანდემია დასრულდება.

“ეპიდემიები და პანდემიები თავისითაც სრულდება. ეს პანდემიაც ადრე თუ გვიან დასრულდება თავისით. ეს როდის მოხდება, არ ვიცით. ეს იქნება დაახლოებით, შემდეგი წლის ზაფხულისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მეცნიერება ამას არ დააცდის, არ მოიცდის იქამდე, სანამ ეს თავისით დასრულდება. ის დასრულდება ვაქცინის შექმნისთანავე”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მისი ვარაუდით მანამდე ვაქცინა შეიქმნება.

შეგახსენებთ, დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები