საქალაქო სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ყოფილ თანამშრომელს ეკატერინე მესხიძეს უჩივის, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.ამის შესახებ უგრეხელიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტების ფოტოასლებსა და განცხადებას.

“დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს”, – წერს პაპუნა უგრეხელიძე.

ჩემო მეგობრებო და კეთილმოსურნენო!დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის…

Posted by პაპუნა უგრეხელიძე on ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018

 

შეგახსენებთ, ქალის სექსუალურად შევიწროებაში დადანაშაულებულმა პაპუნა უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 27 მარტს დატოვა.

უგრეხელიძე აცხადებს, უნდა დადგინდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მართებულობა დაზარალებული ქალისთვის სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაზე.პაპუნა უგრეხელიძე სახალხო დამცველს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და მას პოლიტიკურად ანგაჟირებლს უწოდებს.

მსგავსი თემები