LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარადი” არ იქნება: პუტინმა 9 მაისი გადადო

153
3-7

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წელს გამარჯვების დღე აუცილიბლად აღინიშნება. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ სახელდება.

„გამარჯვების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ახლა რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ: 9 მაისის თარიღი ჩვენთვის წმინდაა და თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია. ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, რომლის პიკი 9 მაისისთვის არ გადაივლის, ძალიან მაღალია და ეს უფლებას არ მაძლევს აღლუმისთვის მზადება დავიწყო“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 4069 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ათასი შემთხვევა დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები