LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი ცნობილია

114
dvn6lv6xrfjh8a7

პანდემიის პირობებში დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით დროში გაიწელა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კახი კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა ამ დროისათვის, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს.

„სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“ – განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვის წინ, 22 იანვარს დაიწყო. დედაქალაქის მერიის ინფრასტუქტურული პროექტი, რომელიც კალაძის განმარტებით, ” ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე” უნდა გახდეს, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. ამავე პროექტის მიხედვით დაგეგმილია 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც.