LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარლამენტშიც შევა და…” – ქეთი დევდარიანი ბაქარ ორჯონიკიძის პერსონაჟის მომავალს ამხელს

2644
54254904_2547686088617740_1622176222479908864_o

იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი სერიალი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამის გამო, ქართულ კინოინდუსტრიას დააფინანსებს, “რუსთავი 2-მა” სერიალსა და ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანების მიზეზებზე სიუჟეტი მოამზადა.

ოპონენტები ამბობენ, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟ ბაქარ ორჯონიკიძეში ბიძინა ივანიშვილმა თავის თავი თვითონ ამოიცნო და ეს სწორედ ის სერიალია, რომელმაც ის გააღიზიანა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ბაქარ ორჯონიკიძე ივანიშვილის პროტოტიპი არ არის. თავად როლის შემსრულებელიც ამბობს, რომ მას როლისთვის კონკრეტულად ერთი ადამიანის ტიპაჟი არ შეუსწავლია.

თუმცა არის აღიარება იმისიც, რომ ბაქარ ორჯონიკიძე ივანიშვილს ჰგავს. ამას რეჟისორიც და მსახიობიც დამთხვევას უწოდებს.

სიუჟეტში ქეთი დევდარიანი “ჩემი ცოლის დაქალების” ბაქარის მომავალსაც ამხელს და აცხადებს, რომ ის თავის მიზანს მიაღწევს და პარლამენტში შევა.

“პარლამენტშიც შევა და უარესიც” – ამბობს ის, თუმცა რას გულისხმობს უარესში, უცნობია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საზოგადოება უყურებს მდარე სერიალებს, რომლის გამოც ის მზად არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განგაშიც კი ატეხოს.  მისი თქმით, დილით იწერება სცენარები და საღამოს ხდება საზოგადოების გამოთაყვანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები