LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

117
201911141906141155560098

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და მოქალაქეები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

“სირცხვილიას” წარმომადგენლები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ - დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

დეპუტატების პრინციპული გადაწყვეტილება პრინციპულ შედეგზე.

ივანიშვილის მისამართით სკანდირებენ – “წადი”. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

დედაქალაის მთავარ გამზირზე, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ პარლამენტი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონს არ მიიღებს.

შეგახსენებთ დღეს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა მომხრე 101 დეპუტატი იყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით 3-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები