LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ქოხები, ცხენებით ჯირითი და დუშურად გამოხდილი ჯინი – გიორგი მარგველაშვილის ახალი საქმე (ფოტო-ვიდეო)

771
margvela mtavari

ოჯახური კოტეჯის გაქირავებით დაწყებული ტურისტული ბიზნესი – ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეგობრებთან ერთად დუშეთში ტურისტული ცენტრის შექმნას აპირებს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი “ფორმულასთან” ინტერვიუში ჰყვება, რომ მისი ძირითადი შემოსავალი, Airbnb-ზე კოტეჯის გაქირავება იყო. ახლა კი, ამ საქმის გაფართოება გადაწყვიტა. 

როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტის სახლთან ახლოს, სულ მალე პატარა ქოხები გაჩნდება ღამის გასათევად, ასევე დაგეგმილია სკოლის გახსნაც, სადაც მსურველებს სამთო გამყოლის პროფესიას შეიასწავლიან.

“ეს ყველაფერი ამ ქალაქის რებილიტაცია იქნება, თუმცა ამას ახალი ტურისტული შესაძლებლობების უნდა მოჰყვეს”, – ამბობს მარგველაშვილი.

ექსპრეზიდენტი მეგობრებთან ერთად ტურისტებს სათავგადასავლო ტურებსაც შესთავაზებს, განვითარდება საცხენოსნო ტურიზმიც.

ამ დროისთვის, მარგველაშვილს და მი მეგობრებს ამ საქმისთვის 7 ცხენი ჰყავთ.

გიორგი მარგვლაშვილი ჟურნალისტს არყის განსხვავებულ სახდელზეც უყვება, სადაც როგორც თავად ამბობს, მოგვიანებით პირველად დამზადდება ჯინი დუშურად.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი დუშეთში უკვე წლებია ცხოვრობს.

https://www.facebook.com/FormulaOriginals/videos/2669379529781145/?v=2669379529781145

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები