LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “პატარძალმა თქვა სხვა მიყვარსო…სიძემ იმ ბიჭს თავისი ადგილი დაუთმო და ქორწილი გაგრძელდა” – გივი სიხარულიძე საოცარ ისტორიას იხსენებს

694
BeFunky-collage (38)

მსახიობი გივი სიხარულიძე “პრაიმშოუში” ქორწილში მომხდარ ისტორიებს იხსენებს და ერთ საინტერესო ამბავზე ჰყვება.

როგორც სიხარულიძე აღნიშნავს, ეს არის ამბავი, რომელზეც მან მოთხრობაც კი დაწერა.

“2000 ქორწილში, ან უფრო მეტში თამადა ვიყავი. ამ ტელევიზიის [იმედის] შემქნელის, ბატონი ბადრი პატარკაციშვილის შვილის ქორწილშიც მე ვიყავი თამადა. ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო, რომ მორჩა ქორწილი ახალი მერსედესი მაჩუქა. შემდეგ ბაკურიანში ვაპირებდით წასვლას და მთლად ახალი ჯიპი გადმომცა.

რაც შეეხება ქორწილებს, საოცარი ისტორია უნდა მოგიყვეთ…ვარ თამადა და ძალიან დიდი ქორწილია. დაახლოებით 600-კაციანი. ძალიან მდიდარი სიძეა, 40 წლამდე კაცი. გოგო არის ულამაზესი, მზეს გავდა. ვუთხარი, შენ დღე გავხარ მზეს, ხოლო ღამე კი მთვარეს. შენი მეგობრები დილით მზის სხივს გვანან და ღამე ვარსკვლავებს.

უეცრად ამ გოგონამ ტირილი დაიწყო. ვიფიქრე ჩემმა სიტყვებმა აუჩუყა გული. ვეღარ აჩერებენ და ამ დროს თქვა, მე ვერ მოვატყუებ ჩემს საქმროს სხვა მიყვარსო. გავშრი, აღარ ვიცი რა გავაკეთო. მშობლების გამო მოხდა ეს ყველაფერიო და ამ ვაჟკაც ბიჭს არ ვაკადრებ უსიყვარულოდ გავყვეო. ამ ბიჭმა აიღო მობილური ტელეფონი და სადღაც დარეკა. ვიღაცას ელაპარაკა და უეცრად თქვა ქორწილი გრძელდებაო. ნახევარ საათში მოვიდა მამაკაცი, აიღო ამან ჭიქა და თქვა, ამას, ვინც მე ცოლად უნდა მომეყვანა, ეს უყვარსო და ქორწილი არ იშლებაო. მე ვარ მეჯვარე ამ ბიჭისო. თავის ადგილზე დასვა. ქორწილი გრძელდება და ყველამ პირი დააღო. შემდეგ იმ გოგოს დედას და მამას უთხრა, რისთვისაც გინდოდათ თქვენი შვილი გამომყოლოდა, სანამ ცოცხალი ვიქნები ყველაფერი ექნებათო. მუხლებზე შემიძლია დავიჩოქო ქართველი კაცისა და ქალის წინაშე”, – საუბრობს გივი სიხარულიძე.

ამავე თემაზე:

გივი სიხარულიძე: „შოთა რუსთაველმა თავისი პოემა არა ინდოელებზე და არაბებზე, არამედ უკრაინელ ვაჟკაცებზე დაწერა…“

გივი სიხარულიძე: ქალს არ გავიკარებ, იმ შემთხვევაში თუ იმის ქმარი ჩემს მიმართ კარგად არის განწყობილი

გივი სიხარულიძე: „ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი. ღმერთმა მოახმაროს!“

გივი სიხარულიძე: „ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ გვყავდა, იყო ედუარდ შევარდნაძე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g