ჩვენ შევიკრიბეთ ევროპის დღის აღსანიშნავად, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამიტომ, ახლა მოქმედების დროა. იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდის და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს. ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. გილოცავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.