LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PHR ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს განჩინებას აქვეყნებს

115
დფჰეჰ

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

კერძოდ, მოსამართლე ივანე ღლონტმა დაადგინა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.

„განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვრა 10 დღე და განემართა, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე. განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მხარისთვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს დროებით განჩინებაში.

იხილეთ განჩინება

 

mazda magti 5g