LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირდაპირ გეუბნებით, მე ზუსტად ვიცი როგორ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე..  ვიცი, როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი“ – მამუკა ხაზარაძე

479
მამუკა მზა

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ  21 საუკუნეა.. ტექნოლოგიური ბუმი..  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ დროს 10 კაცი ვერ შეთანხმებულა როგორი საქართველო გვჭირდება,“ – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“  გადაცემა „ღამის მთავარში“ საუბრობს.

ხაზარაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ახლებურად უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორი საქართველო სჭირდება ხალხს.

„მე მანდატი დავტოვე, რადგან ჩემ თავს ვხედავ იქ, სადაც არის პროგრესი.. ამბიცია მაქვს, მაშინ როცა გუნდი აკეთებს საქმეს.

მინდა ყველას გავაგონო: უნდა დავივიწყოთ, ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე კეთდებოდა, რადგან უკვე მორალურად და სახობრივად მოძველდა.

პირდაპირ გეუბნებით, მე ზუსტად ვიცი როგორ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე..  ვიცი, როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი

ეს სულელური პროპაგანდა, რომელიც ჩვენს წინაშე მიდის ვერაფერს ვერ დაგვაკლებს.

ჩვენ გაგვხადეს მომხმარებელ ერი, ჩვენ ვჭამთ სხვის ბოსტნეულს, სხვის ხილს, ნაყინის იმპორტს ვაკეთებთ.. ღვინო გვაქვს 60%-ით რუსეთზე ჩამოკიდებული..

მე ამ ბრძოლაში ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ერთი წამით არ იქნება უკან დახევა,“–ამბობს ხაზარაძე.

„ბრალდება ვერ დადასტურდა – ფულის გათეთრება არ ყოფილა!” – მამუკა ხაზარაძე

„რომ არა ბიძინას „ოცნების“ რუსული ინტერესები საქართველოში, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში“ – მამუკა ხაზარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g