LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვაზე ჯარიმები მკაცრდება

20171208210356741455712_photo

პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვის აკრძალვას პარლამენტი დაჩქარებული წესით ცდილობს.

მიზეზი მოახლოებული ახალი წელია, რა დროსაც, პიროტექნიკის გამოყენების გამო, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი შავდება.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24  – ბავშვებში.

თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა 100 და 200 ლარით დაისჯება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

„დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში მთელი რიგი რეგულაციები აწესრიგებს პიროტექნიკის უსაფრთხოების წესებს, არა მხოლოდ გამოყენების, არამედ, იმპორტის, ექსპორტის, შეფუთვის და ა.შ. ბუნებრივია, ამ წესების დანერგვა იქნებოდა ნაჩქარევი, ის მოითხოვს განხილვას, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე რეალიზაციაში ჩართულ კომპანიებთან. მინიმალური სტანდარტი ამ მიმართულებით არის ასაკობრივი შეზღუდვა პიროტექნიკის პროდუქციის შესყიდვაზე.

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნება ადმინისტრაციის თვალსაზრისით, 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვის დაწესება. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მთავრობასთან შეთანხმებით, აღსრულებას მოახდენს მუნიციპალიტეტი. კანონპროექტის მთავარი არსია ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის 100 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარი. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმების გაორმაგება,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები