LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ეტაპზე ველოდებით ვაქცინის 20 ათას დოზას, რაც იქნება გათვლილი 10 ათასი ადამიანისთვის: თამარ გაბუნია

95
FORTUNA.GE-

“ვაქცინის შემოტანის საწყის ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში უფრო შეზღუდულ ჯგუფზეა საუბარი. ვვარაუდობთ, დაახლოებით, 20 ათას დოზას, რაც იქნება გათვლილი 10 ათასი სამიზნე ჯგუფისთვის, რომელიც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალების ჯგუფი. ვინ უნდა მიიღოს ვაქცინის პირველი დოზა – ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე კოვაქსის მხრიდან დგება.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ის, რომ თებერვალში ვაქცინა ფიზიკურად გვქონდეს და პროცესი დაიწყოს, სრულიად რეალურია. მისივე განმარტებით, ვაქცინის შეკვეთილი დოზების შემოტანა ერთბაშად არ მოხდება და მას ქვეყანა ეტაპობრივად აითვისებს:

“ჩვენ კოვაქსპლატფორმაში, როგორც იცით, ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს მოსახლეობის 20%-სთვის, ეს არის მილიონ ნახევარი დოზა, თუმცა, ამის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, იქნება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, დავუშვათ, 50 000 დოზას, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, იქამდე, ვიდრე სრულიად არ ამოიწურება 20%, ანუ წყვეტა, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ვაქცინა არ არის – ასეთი არ იქნება.” – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, “კოვაქსის პლატფორმასთან“ უკვე გასული 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება, პირველი დოზების მიღების თაობაზე, პირველ კვარტალში:

“რაც შეეხება ვადებს, პირველ ეტაპზე – ეს არის 2021 წლის პირველ კვარტალში. ამასთან დაკავშირებით „კოვაქსის პლატფორმასთან“ უკვე გასული 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება, პირველი დოზების მიღების თაობაზე, პირველ კვარტალში.

ამისთვის სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. 18 იანვარს, ანუ დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს  „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია. ეს კონკრეტული წერილი კოვაქსის პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას და აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში.

თუმცა, ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება მივიღოთ კოვაქსის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის თაობაზე. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დაწყებისთვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტალის პირობებში.” – განაცხადა გაბუნიამ.

ეტაპობრივი გახსნის გეგმა 2-3 დღეში იქნება: ამირან გამყრელიძე

გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს სწორედ განათლების სექტორმა: ამირან გამყრელიძე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე