LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მსოფლიოში: დიდი ბრიტანეთი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ამტკიცებს

143
pfff

დიდი ბრიტანეთი ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას ამტკიცებს.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსგან მიიღეს რეკომენდაცია ვაქცინის დამტკიცების შესახებ.

ქვეყანა აპირებს მისი ფართოდ გამოყენება მომავალი კვირიდან დაიწყოს.

თუმცა, თავდაპირველად, ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდება.

როგორც ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, “დახმარება უკვე გზაშია”.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც საკმარისია 20 მილიონი ადამიანისთვის – თითო პაციენტზე ორჯერადი მოხმარებისთვის.

800 000 დოზას სახელმწიფო მომდევნო რამდენიმე დღეში ელოდება.

გავრცელებული დამაიმედებელი ინფორმაციის მიუხედავად, ჯანდაცვის ექსპერტები აქტიურად მოუწოდებენ საზოგადოებას, ვაქცინაციის მიუხედავად, არ დაივიწყონ გაცემული რეკომენდაციები და კვლავ ფხიზლად იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g